მამუკა გამყრელიძემ ფეისბუქში დაწერა:
„ღუმელიდან ამ წუთას გამოღებული კომშის ტარტი. სუნი დგას სამზარეულოში დასაცემი! არასწორი კიდეები არ შეიმჩნიოთ
რეცეპტიო და აჰა ბატონო.
340გრ. ფქვილი. 90 გრ. შაქარი. 150 გრ. კარაქი. ცოტა მარილი. 2 კვერცხი. აიზილოს კარგად და მაცივარში 45 წუთი. მერე ფორმაში ჩადეთ და 10 წუთი 180 გრადუსზე.
შიგთავსი: ვაშლი (ანტონოვკა და კომში გახეხეთ და გადაურიეთ. მერე 10 წუთით გამომცხვარ ტარტზე წაუსვით პიურეს სახით. აურიეთ 100 გრ. 23% ნაღები, 2 კვერცხის გული, 40 გრ. შაქარი, დარიჩინი და ვანილი და მოასხით ზემოდან. მერე ისევ ღუმელში 30 წთ.
მერე არ დაგავიწყდეთ შეჭმა.“
სოციალურ ქსელში რეცეპტმა უამრავი მოწონება დაიმსახურა.
„ასე იცის უსაქმურობამ“, – წერს მამუკა გამყრელიძე.

