გიგი უგულავამ ფეისბუქში დაწერა:
“ჩემმა დღევანდელ მიტინგზე ნათქვამმა სიტყვებმა გულისწყრომა გამოიწვია – მათ შორის, ჩემთვის საპატივცემულო ხალხის.
კრიტიკას ვიღებ და ბოდიშს ვიხდი. დეტალებში არ შევალ. სჯობს ეს საკითხი არ განვიხილოთ და მოჭრილად ვთქვათ – რომ ბავშვებს გავეშვათ.
პირიქით, ყველა ბავშვი უნდა დავიცვათ ღვარძლისა და სიძულვილისგან, რომელიც დღეს ქვეყანაში ტრიალებს და თანამედროვე ინფორმაციული სამყაროს თავისებურებების გამო, მათი ცხოვრების ნაწილი ხდება.”
ამ პოსტამდე ანა აბაშიძემ ფეისბუქში დაწერა:
“გიგი უგულავა ემოციებს ვერ აკონტროლებს ხშირად. დღეს აქციაზე დიდი სისულელე გააკეთა. ვინმე ორდენიძის (რომელმაც მიშას მიაყენა სავარაუდოდ შეურაცხყოფა) შვილზე ამბობს, შენც და შენმა კლასელებმაც უნდა იცოდეთ მამა გყავს ჯალათიო. ღმერთო, ვინმე აზრიანი არა ხართ მაგის გვერდით? რას აკეთებთ გესმით? გააჩუმეთ ეგ კაცი. მოაშორეთ ტრიბუნას! ვერ მართავს აზრებს როცა ემოციებშია.
ჟურნალისტებო, ამ კაცის ოჯახს ნუ ადგებით და შვილებს ნუ იღებთ. რა ჯანდაბა ხდება. არ შეიძლება ასე რამე კარგი გამოვიდეს,”

