გლდანის ციხეში უკრაინელი პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს

გლდანის ციხეში უკრაინელი პატიმარი გარდაცვლილი იპოვესგლდანის ციხეში 32 წლის პატიმრის ცხედარი იპოვეს.

უკრაინის მოქალაქე ეგორ გრეგენკო უსაფრთხოების სამსახურმა უგონო მდგომარეობაში  ციხის საკანში ნახა.

– მე დღეს მოვედი აქ ციხეში, ვნახე სულ სხვა პატიმარი. იქიდან გამოსულს მირეკავს სახელმწიფო დაცვის ინსპექტორის სამსახურიდან და  მეუბნება, რომ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი ეგორ გრეგორენკო გარდაიცვალა და მეკითხება ასეთ რაღაცას, პროზექტურიდან ვინ წაიყვანსო. მე ვითხოვე კატეგორიულად, რომ მოეცათ ჩემთვის ნება, შევსულიყავი და დავსწრებოდი დათვალიერებას. დიდი ჩხუბის შემდეგ რომ ავუხსენი, რომ მაქვს ამის უფლება, მითხრა, რომ თუ შემოხვალ, მე დაგასწრებო. შემოვედი, ორდერი მაქვს და არ მიშვებენ შიგნით, რაღაც შინაგანაწესიაო. იქ არის გარდაცვლილი, მე ვყავარ მარტო ამ პატიმარს, ადვოკატი, მეტი არავინ ჰყავს და არ მიშვებენ, რომ დავესწრო, ვნახო, რა მდგომარეობაშია ახლა, – ამბობს პატიმრის უფლებდამცველი, ჯაბა კოჭლამაზაშვილი.
მისი თქმით, გრეგენკო მასთან ბოლომდე არ გახსნილა, თუმცა სამარტოო საკანში გადაყვანა სთხოვა.

– ბოლოს როდესაც ვნახე ეგორი, მითხრა, რომ თუა შესაძლებელი სამარტოო საკანში გადასვლა. მე არ ვიცი, ეს რის გამო მთხოვა მან, – თქვა ადვოკატმა.
ეგორ გრეგენკო გლდანის N მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს რამდენიმე თვეა იხდიდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მომხდარზე გამოძიება  სსკ-ის 342 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

ეგორ  გრეგენკოს ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ტვ პირველი