გორში ბიზნესმენი რაულ გაგოშიძე დაჭრეს

გორში ბიზნესმენი რაულ გაგოშიძე დაჭრესგორში მამაკაცი დაჭრეს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, დაჭრილია ბიზნესმენი რაულ გაგოშიძე.

წინასწარი ინფორმაციით, კაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. გაგოშიძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “გორმედში” გადაიყვანა.

შსს-ში ამბობენ, რომ საქმეზე იდენტიფიცირებულია ერთი პირი, რომელიც პოლიციაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი. გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ბიზნესმენი საქართველოში ამერიკიდან 2 დღის წინ დაბრუნდა.