გუკა რჩეულიშვილი – “ელენე რუსოსთან და მაიასთან ციხეში დადიოდა, ჩემზე და დარსოზე უყვებოდა…”

გუკა რჩეულიშვილი - "ელენე რუსოსთან და მაიასთან ციხეში დადიოდა, ჩემზე და დარსოზე უყვებოდა..."გუკა რჩეულიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ადამიანების უმრავლესობაში შესაძლებელია რაიმე დადებითის პოვნა, ელენე ხოშტარიას კი პირიქით ნაკლს ვერ უპოვნი. ყველა ვხედავთ მის ერთგულებას, პრინციპულობას და თავდადებას საქართველოსთვის. მე კი უფრო მეტის თქმა შემიძლია მასზე, ჩემს ოჯახს როცა ყველაზე უფრო უჭირდა, ეს გოგო სულ გვერდში გვედგა. რეგულარულად დადიოდა ციხეში მაიას და რუსოს მოსანახულებლად, გასამხნევებლად, მიჰქონდა წიგნები, ართობდა მათ, უყვებოდა ჩემზე, დარსოზე და თავისუფლებაზე.

ამას მე ელენეს არასდროს დავუვიწყებ.
დღეს ის შიმშილობს, მინდა მოვუწოდო ყველას, პირველ რიგში, მთავრობას, ასევე ოპოზიციას და ექიმთა კორპუსს, გაუფრთხილდნენ თვალის ჩინივით, რამეთუ მასზე გადის ის ბეწვის ხიდი, რომელიც ჯერ კიდევ აერთიანებს საზოგადოებას.”