ინგა გრიგოლია – “მაგ ხალხის გოდების ერთი წამიც არ მჯერა…”

ინგა გრიგოლია - "მაგ ხალხის გოდების ერთი წამიც არ მჯერა..."ინგა გრიგოლიამ ფეისბუქში დაწერა:

“მეც მახსოვს 7 ნოემბერი.მახსოვს და ვერ ვიტან. არასოდეს დამავიწყდება,ისევე როგორც სიკვდილამდე მემახსოვრება 5 ივლისი, ჩემი დასისხლიანებული თანამშრომლები და ლექსო ლაშქარავა, რომელიც ბინძური პროპაგანდის წყალობით, მეორედ მოკლეს გარდაცვალების შემდედ და მახსოვს ისიც, რომ სისხლიანი 5 ივლისის არც ერთი ორგანიზატორი არაა დასჯილი (მაგათი დროც მოვა! ვის დასჯიდნენ,ხელისუფლებამ მოაწყო თავად)!

ხოდა, 7 ნოემბერი რომ მახსოვს და 5 ივლისიც, ამიტომ აღარ მინდა ამ ქვეყანას ერთი პარტია მართავდეს და ამიტომ ვარ კოალიციის ამომრჩეველი!

P.s- 7 ნოემბერი გვახსოვსო, რომ წერს ის ხალხი, რომელიც 5 ივლისს დღემდე აპრავებს, აი მაგ ხალხის გოდებისა შვიდ ნოემბერზე არც ერთი წამით არ მჯერა და არც თქვენ დაიჯეროთ (მათგან ზოგი იმ 7 ნოემბერსაც აპრავებდა). მომავალში ეგენი პირველები დაწერენ – გვახსოვს 5 ივლისიო.

კარგად ბრძანდებოდეთ!”