ლაშა ბეჭვაიამ ფეისბუქში დაწერა:
“არ მინდოდა ამის დაწერა, თვეებია ვითმენ, მაგრამ ერთ დღეს მაინც ვიტყოდი და ბარემ ეხლა ვიტყვი, ვერ მოვითმინე ნიკას გამო და თქმული სჯობს ართქმულს!
მე ვინ ვარ, მაგრამ არჩევნებამდე ორი თვით ადრე დაიწყო სუსმა ჩემი განადგურების ოპერაცია, იცოდნენ რომ უეჭველი ვიგებდი, რა არ ამიგორეს, რა არ იკადრეს? თურმე არცერთი მეზობელი ხმას არ მაძლევდა, თურმე არ დავტოვე ქალი ვისაც არ შევეხე და გვერდით არ მოვიწვინე, თურმე სამარცხვინოდ წააგებდა ენმ თუ მე ვიქნებოდი კანდიდატი. თურმე ლაქა ვიყავი პარტიისთვის. კინაღამ ინსულტამდე მიმიყვანეს.
სმა დავიწყე, რომ არ გავგიჟებულიყავი. ორი თვე სასამართლო მქონდა პარტიაში. სანამ გამოკითხვა არ ჩატარდა და 67% არ ავიღე. რა არ მიქნეს და რა არ იკადრეს. ერთნაირად მლანძღავდნენ ქოცები და მათ აყოლილი ვაი ნაცები. მაგრამ გულის სიღრმეში სულ ვიცოდი, რომ ხალხი და ის ორი სოფელი სათქმელს იტყოდა. მე რომ მოვიგე ისე რო მოეგო ყველას დღეს აქციებზე სიარულიც არ მოგვიწევდა ალბათ.
ვინც ნიკას ლანძღავთ და არამარტო ნიკას, საერთოდ ოპოზიციურ ერთობას თვითონ წადით ჩემი მეგობრებიდან. მწარედ მახსოვს ყველაფერი და ვიცი რასაც ხართ აყოლილი. დღეს ყველაზე მეტად თქვენ აკეთებთ ბიძინას და რუსების საქმეს.
თუ საჭირო გახდება, პარტიის თავმჯდომარესაც გადავირჩევთ და პოლიტსაბჭოსაც. მართლა არ აქვს ენმს ლიდერების დეფიციტი.
არაფერში მჭირდება ვინმეს გულის მოგება!
გეყოთ უკვე, მართლა გეყოთ!”

