ნიკა გვარამია პროკურატურას – “მე ვუთხარი, რომ ყველანი გამოკვლევებულები არიან…”

ნიკა გვარამია პროკურატურას - "მე ვუთხარი, რომ ყველანი გამოკვლევებულები არიან..."პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ნიკა გვარამია ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“საქართველოს პროკურატურავ, მოგიყვებით ცნობილ ისტორიას ქალბატონ ელენე თევდორაძეზე. ბევრჯერ მომიყოლია საჯაროდ და თქვენთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ.
ერთხელ ბიუროს სხდომაზე, ქალბატონო ელენეს ზურაბ ჟვანიამ უთხრა, ქალბატონო ელენე, თქვენ მგონი გამოსაკვლევი ვართო. ამაზე ქალბატონმა ელენემ უპასუხა, ბატონო ზურაბ, ჩვენ კველანი ისედაც გამოკვლევებულები ვართ.
გუშინ, პროცესზე, პროკურორმა გვითხრა, გამოსაკვლევი ხართო, რაზეც ვუპასუხე, რომ თვითონ ხომ არიან სამაგიეროდ ყველანი გამოკვლევებულები.
კადრებში ნათლად ისმის, რას მპასუხობს ამაზე პროკურორი – რას ნიშნავს, ეს რა შეფასებააო, თუ ეს რა სიტყვააო – ანუ გაიგონა რაც ვუთხარი, არ გამორჩენია. ისიც ნათლად ჩანს, რომ ჩვენს შორის დიალოგი მიმდინარეობს. ანუ, ან უეცარი სიყრუე დაემართა სამივე პროკურორს, ან უეცრად ისე შეეშინდათ ჩემი, რომ პასუხი ვერ გამცეს, ან თქვენს მიერ წარმოდგენილი სიტყვა გამო@@@ებულის შინაარსი აქამდე არ იცოდნენ და მხოლოდ სამსახურში მისულებს აუხსნეს.

თუ თქვენს მიერ წარმოდგენილი სკაბრეზული სიტყვა ვიხმარე, პროტესტი როგორ არ გაუჩნდა რომელიმე პროკურორს მაინც? იქვე იჯდა სამი მოსამართლე და კიდევ ორი პროკურორი. თქვენ ყველანი ან ყრუებად გამოაცხადეთ, ან ჩემს მიერ უკიდურესად შეშინებულებად.
მინდა იგივე ვაცნობო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასაც.
ჩემს წინააღმდეგ აღძრული, უფრო სწორად, შეკერილი კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე, გულწრფელად, არც მაინტერესებს, მით უფრო, არ მაშინებს. თალეთ კომბლებივით ეგ საქმეები და ჭერში აწყვეთ.
ps ამ კვირაში უკვე სამოქალაქო წარმოებაც დაიწყეს ჩემ წინააღმდეგ და ორწელიწად ნახევრის წინ რ2ის 9%ის მოწილე ნინო ნიჟარაძის მიერ შეტანილი და თაროზე შემოდებული სარჩელი გააცოცხლეს და ამხელა დროის შემდეგ, კვლავ პირველად ჩანიშნეს სხდომა. არც მე არც ადვოკატებს და სხვა ფიგურანტებს საქმის შინაარსიც კი არ გვახსოვს.”