ნიკოლოზ რაჭველი – “ფილარმონიის წინ ბენზინის გადასხმაზე და ასანთის გაკვრაზე რამდენჯერ მიფიქრია…”

ნიკოლოზ რაჭველი - "ფილარმონიის წინ ბენზინის გადასხმაზე და ასანთის გაკვრაზე რამდენჯერ მიფიქრია..."ნიკოლოზ რაჭველმა ფეისბუქში დაწერა:

“გადაცემაში “პირველი ხაზი” ვუსმენ ევროპაში მოღვაწე ერთერთ წარმატებულ ქართველ ექიმს, რომელმაც მოყვა, რომ მოშიმშილე ნავალნის პუტინის რუსეთმა დაუკმაყოფილა მოთხოვნა და გადაიყვანეს სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობისთვის…
ხოლო სტუდიაში მყოფი ექიმები ყვებიან თუ რამდენჯერ უმკურნალებიათ ციხიდან საქალაქო კლინიკაში გადაყვანილი პაციენტებისთვის, კბილის ამოღების ჩათვლით…
მეტი რა ვთქვა, არ ვიცი…
გუშინწინ სტატუსი დავწერე, ჩემს სურვილზე, რომ არასდროს გავბოროტდე, დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ათასებს გასცდა კომენტარები და 100-დან მხოლოდ რამდენიმე პროცენტი აღმოჩნდა, ვინც არ დამეთანხმა და დაწერა, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული შიმშილობა მისი პასუხისმგებლობაა და მის “ხუშტურს”-ს ეწირება მისივე ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამაზე მაქვს შეკითხვა: მე რომ ტვინი გადამიბრუნდეს და ნანატრი ფილარმონიის წინ ბენზინი გადავისხა და ასანთი დავიჭირო ხელში სახელმწიფომ და სამედიცინო სექტორმა არ უნდა მომხედონ, იმის გამო რომ მე გადავწყვიტე ასეთი პროტესტის უკიდურესი ფორმა? არადა ჩემი ორკესტრის დარბაზის პრობლემისადმი სახელმწიფოს ყურადღების გამოწვევის გამო სასოწარკვეთილებაში მყოფს არაერთხელ გამიფიქრებია მსგავსი რადიკალური სიგიჟე…
ახლა მართლა ის დროა დავივიწყოთ ყველაფერი და ღირსება შევინარჩუნოთ.
პირველად ჩემი 42 წლიანი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შემდეგ მგონია, რომ უაღრესად სახიფათო სახელმწიფოებრივი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და მხოლოდ საზოგადოების კონსოლიდაციაზე გადის ჩემი სამშობლოს გადარჩენის და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების გზა!”