ნინო ბურჯანაძე – “ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ გზად ქუჩა დარჩა”

ნინო ბურჯანაძე - "ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ გზად ქუჩა დარჩა"“ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ კონსტიტუციური ცვლილებები არ იქნება.

– ერთადერთ გამოსავლად ქუჩას მიიჩნევთ?

– რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ სხვა გამოსავალს „ქართული ოცნება“ არ ტოვებს. ორი გზით იცვლება ხელისუფლება – ვადამდელი არჩევნებითა და ქუჩით. ვადამდელი არჩევნები მაინც პრიორიტეტია. თუ ვინმე იტყვის, რომ თუ არჩევნებს აზრი არ აქვს, მაშინ ვადამდელს რა აზრი აქვს, ამ ადამიანებს ავუხსნი, რომ ვადამდელის მოპოვება ნიშნავს პოლიტიკური კრიზისის ისეთ რანგში აყვანას, როდესაც „ქართული ოცნება“ ვეღარ შეძლებს არჩევნების გაყალბებას და, უბრალოდ, ის ადამიანებიც კი აღარ დაემორჩილებიან ამ გაყალბებას, რომლებიც მიხვდებიან, რომ შესაძლოა, მერე მათ ვინმემ მოსთხოვოს პასუხი.

– გაგიკვირდებათ ივანიშვილისგან, რომ დანიშნოს ვადამდელი და ისიც გააყალბოს?

– ვიცი, რომ ის ამ ვარიანტსაც განიხილავდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ასე ჩაატარეს ადგილობრივი არჩევნები, ეს სცენარი უკვე მოხსნილია განხილვიდან. ამიტომ ამ ეტაპზე არ მგონია, თუმცა ივანიშვილი ყველა ვარიანტში შეეცდება, თავისი სასურველი შედეგი დადოს, მაგრამ, იმედია, ხალხი კიდევ უფრო სხვაგვარად შეხედავს მოვლენებს ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში.

– ხალხი გამოვა ქუჩაში პერმანენტული ხასიათის აქციაზე, რაც ალბათ საჭიროა ხელისუფლების შესაცვლელად?

– ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია სწორად იმოქმედებს. ოპოზიცია ერთად უნდა დადგეს, ყველა, ვინც ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდება. ამან, შესაძლოა, ხელისუფლების ცვლილება მოიტანოს.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა