ნინო ლომჯარია – “სიტუაცია კრიტიკულია, მოსალოდნელია კომა, ყველაფერი შესაძლოა, ლეტალური შედეგით დასრულდეს!”

ნინო ლომჯარია - "სიტუაცია კრიტიკულია, მოსალოდნელია კომა, ყველაფერი შესაძლოა, ლეტალური შედეგით დასრულდეს!"ნინო ლომჯარიამ ფეისბუქში დაწერა:

“სიტუაცია კრიტიკულია! ექიმები აცხადებენ, რომ ადამიანის სიცოცხლე რეალური საფრთხის ქვეშაა!
“მდგომარეობის კრიტიკულობიდან და მოსალოდნელი გართულებების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი და ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა შესაბამის ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, რადგანაც სახეზეა უფრო საშიში გართულების – ვერნიკეს ენცეფალოპათიით გამოწვეული ეპილეფსიური სტატუსის ან კომის განვითარების მაღალი ალბათობა, რაც შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს.”