ნიუ იორკის ახალი მერი ხელფასს ბიტკოინებით აიღებს

ნიუ იორკის ახალი მერი ხელფასს ბიტკოინებით აიღებსპირველად ნიუ იორკში ქალაქის ახლად არჩეული მერი ხელფასს კრიპტოვალუტის სახით აიღებს.

ერიკ ადამსის მიზანია, რომ ნიუ იორკი კრიპტოვალუტის ინდუსტრიის ცენტრად აქციოს, ამიტომ ახლად არჩეულ მერის სურვილია, პირველი სამი ხელფასი ბიტკოინის სახით მიიღოს.

ერიკ ადამსმა ნიუ იორკის მერის პოსტზე დემოკრატი ბილ დე ბლაზიო ჩაანაცვლა, რომელიც ქალაქის მერი 7 წლის განმავლობაში იყო. ადამსმა მერის არჩევნებზე კონკურენტი, ამერიკელი რადიოწამყვანი, რესპუბლიკელი კურტის სლივა 37 პროცენტიანი სხვაობით დაამარცხა.

ერიკ ადამსი, ნიუ იორკში  მეორე ფერადკანიანი  მერია, რომელიც ქვეყნის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქის მმართველი გახდა.

პირველი ფერადკანიანი მერი დევიდ დინკინსი იყო, რომელიც ქალაქს 1990-1993 წლებში მართავდა.

რუსთავი 2