პარიზის პოლიციამ შეიარაღებული მამაკაცი დაჭრა

პარიზის პოლიციამ შეიარაღებული მამაკაცი დაჭრაპარიზის პოლიციამ ესროლა და მძიმედ დაჭრა მამაკაცი, რომელიც დედაქალაქში, სენ-ლაზარეს რკინიგზის სადგურში მათ დანით დაემუქრა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელსაც პოლიცია იმის გამო მიუახლოვდა, რომ პირბადე არ ეკეთა, დანა ამოიღო და „ალაჰ აკბარ“ დაიყვირა.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

პარიზის პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მკვლელობის მცდელობისა და ტერორიზმის წახალისების ფაქტებზე დაიწყო.

იპნ