პროკურატურა ტვ პირველისგან ბოდიშს ითხოვს

პროკურატურა ტვ პირველისგან ბოდიშს ითხოვსპროკურატურის განცხადება, რომლითაც საგამოძიებო უწყება ტვ პირველს ემუქრება და ბოდიშის მოხდას სთხოვს, იურისტებს აბსურდულად ეჩვენებათ.

საიას თავმდჯომარე, ნიკა სიმონიშვილი ყურადღება რამდენიმე საკითხზე ამახვილებს.

პროკურატურის გუშინდელი განცხადება იყო უცნაური იმდენად, რამდენადაც, როდესაც ვსაუბრობთ საჯარო პირებზე, იქ უნდ დადასტურდეს, რომ ტელეკომპანიამ განზარხ ან უხეში გაუფრთხილებლობით იცრუა, ამდენად, სიუჟეტის ნახვამდე რამდენად განისაზღვრა ის, რომ უხეშ გაუფრთხილებლობა იყო აი, ამ სიუჟეტთან მიმართებით, ცოტა გაუგებარია, თუმცა მეორე ნაწილია ასევე ძალიან საინტერესო რომელიც გულისხმობს, რომ საჯაროდ ბოდიშის მოხდა ავტორებს აი, სიუჟეტის აუცილებლად მოუწევთო. ჯერ ერთი, ჩვენი კანონმდებლობა პირდაპირ კრძალავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი, რომ ვინმეს დაევალოს ბოდიშის მოხდა. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული და მეორე საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რანაირად განსაზღვრავს პროკურატურა იმას, რომ ვინმეს აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა მასინ, როდესაც სასამართლოა გადაწყვეტილების მიმღები  კონკრეტულ საკითხთან მიმართებით. სამართლებრივად აბსურდულია, – ამბობს საიას თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი.
ნოდარ მელაძის შაბათში გასულ რეპორთაჟთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მთვარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის და მისი მოადგილეების ძვირადღირებული ქონების შესახებ ეხებოდა, პროკურატურა “ტვ პირველისგან” ბოდიშის მოხდას ითხოვს.

საგამოძიებო უწყებამ განცხადება ჯერ კიდევ მაშინ გაავრცელა, როდესაც საგამოძიებო რეპორტაჟი ეთერში გასული არ იყო.

ტვ პირველი