როდემდე დაიმალებით?! – უდუმაშვილი ჯანდაცვის მინისტრს

როდემდე დაიმალებით?! - უდუმაშვილი ჯანდაცვის მინისტრს“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზაალ უდუმაშვილი, პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს, მიმართავს:

“მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც ერთი თვეა დამალულია და რომლის პასუხისმგებლობაა იზრუნოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე – როდემდე დაიმალებით ან თქვენ, ან სხვები?! როდემდე დაიმალებით?! ყველას მოუწევს პასუხისგება იმ ქმედებებზე, რომელსაც ჩადიან დღეს არა მხოლოდ სააკაშვილის წინააღმდეგ, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ. ესაა სახელმწიფოს ფეხქვეშ გათელვა. საქართველო არ გახდება რუსეთის ნაწილი, ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის ნაწილი და ჩვენი გზა ევროპისკენაა”,- განაცხადა უდუმაშვილმა.