„როგორც იქნა ყინული დაიძრა! მართებულია ხელისუფლების გადაწყვეტილება“ – გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს:

„როგორც იქნა ყინული დაიძრა! მართებულია ხელისუფლების გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადყვანასთან დაკავშირებით
ამით პირველ რიგში გადავარჩენთ ადამიანის სიცოცლეს და ჯანმრთელობას და მეორე ამ ნაბიჯით ავარიდებთ ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, ეს საერთო სახალხო ბრძოლის საქმეა, რომლის შედეგები ჩვენს მონდომებაზე და აქტივობაზეა დამოკიდებული და მჯერა ეს აუცილებლად დასრულდება საქართველოს და ქართველი ხალხის გამარჯვებით!“