სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში შეიყვანეს

სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში შეიყვანესსაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან, გორის სამხედრო ჰოსპიტალში უკვე გადაიყვანეს.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მისაღებად სპეციალური პალატა მზადაა.

ადგილზე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

იპნ