თაკო ჩარკვიანი – “ბოკერია და ჩერგოლეიშვილი ოპოზიციას ანგრევენ”

თაკო ჩარკვიანი - "ბოკერია და ჩერგოლეიშვილი ოპოზიციას ანგრევენ"“ახალ თაობასთან” ინტერვიუში თაკი ჩარკვიანი ამბობს, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი იმ ადამიანებს ებრძვის, რომლებიც სააკაშვილს გვერდით უდგანან:

–  ეს მას და მის მეუღლეს დიდი ხანია აღიზიანებთ.

– ანტიმიშისტებად ჩამოყალიბდნენ?

– ეს კომპლექსები აქვთ, აბა რა. სააკაშვილთან ბრძოლაში 2016 წელს ნაციონალური მოძრაობა გაყვეს, მერე სააკაშვილის ჯიბრით „ძალა ერთობაშიას” ეტაკნენ. მერე 20 ივნისს აქციას დაუგდეს მუხტი. მერე იმ ადამიანებს გვებრძვიან, რომლებიც გვერდში ვუდგავართ ამ გაჭირვების ჟამს ყოფილ პრეზიდენტს.

– ამ ვითარებაშიც კი ებრძვიან სააკაშვილს, როცა ასეთი მძიმე პერიოდი უდგას მას?

– რა თქმა უნდა. თქვენ სადმე, რომელიმე აქციაზე გინახავთ ბოკერია?!  მე ნამდვილად არ მინახავს. მაშინ ის იყო უშიშროების საბჭოს მდივანი, ახლა იძახიან, ყველაფერი სააკაშვილის ბრალიაო და მას არავინ არაფერს არ ეკითხებოდა?! ყველას პასუხი მოსთხოვეს იმ წლების გამო და ბოკერიას რატომ არ სთხოვენ, ხომ არ იცით შემთხვევით?! ჰკითხეთ მას.

– თქვენ როგორ ფიქრობთ?

– ეგენი ანგრევენ ყველა იმ პროცესს, რომლებიც ოპოზიციას კბილებით მოაქვს. აი, ეს დანგრევა აწყობს ივანიშვილს და ამიტომ არ იჭერს მას.

– ივანიშვილს ჰყავს ბოკერია ნაყიდი?

– მე არ ვიცი, რა ჰყავს. ფულის გადაცემის თემა მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ  სააკაშვილისა და ოპოზიციის ჯიბრზე ყველა იმ პროცესს, რომლებსაც ოპოზიცია შეკრავს ხოლმე, ანგრევს ბოკერია. მაინცდამაინც ის უნდა ვნახოთ მე და შენ, ფულს თუ გადაურიცხავენ? ალბათ ეგეც გამოჩნდება ცოტა ხანში.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა