თამარ ივერმა ფეისბუქში დაწერა:
ბოიკოტი ყოვლად სამარცხვინო, არაბ ტურისტებზე მომუშავე რესტორან”Dinehall” ს ოპერის წინ!!!
ორი სტუმარი მყავდა და მხოლოდ(!) სამი ყავა,ორი თურქული და ერთი ესპრესო სათითესავით პატარა ჭიქებში მოგვიტანეს და ერთი ბოთლი ნაბეღლავი და ურცხვად არც მეტი და არც ნაკლები…..47ლარი…..ხალხნო,არ მოგესმათ,47 ლარი გადამახდევინეს ამ თაღლითებმა!!!! ყველამ ვიცით რომ თურქული ყავის ფასი 1-2…ჰა და ჰა 3 ლარია და ეს ქორვაჭრები ამ სათითე,ერთი მოსმა ჭიქაში ჩასხმულ ყავას 11ლარად ყიდიან.ერთმა მითხრა,1 კაპუჩინოში 25ლარი გადამახდევინესო.პატარა ბოთლი ნაბეღლავი 10ლარი(!) როცა აღშფოთება გამოვხატე,რაღაც გეშლებათ, თურქული ყავა ავიღე მეთქი….უტიფრად მითხრეს,კი,ეს ფასია,რა ვქნათ,არაბ ტურისტებზე გვაქვს ფასები მორგებულიო(!),
არ მოგესმათ,ქალაქის გულში,დიდი რუსთაველისა და ალ.ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში,არაბ კლიენტებზე მორგებული ფასები აქვთ და ქართველი ხალხი მათთვის თრეში და ბალასტია!!!!! საფლავში ტრიალებენ ასეთი შეურაცყოფისთვის ეს გენიოსები!!!
ფულზე არასდროს ვწუწუნებ,მადლობა ღმერთს და ჩემს ყელს, არ მიჭირს სამაგისოდ,მაგრამ რესტორანი რომ გაბოლებს,გადებილებს და სახეში გაფურთხებს მისი სრულიად არაადექვატური და არარეალური ფასებით და საქართველოში,ქალაქის ცენტრში სახეში ურცხვად გეუბნებიან:არაბებზეა ეს ფასები მორგებულიო…..
არაბებს არაფერს არ ვერჩი,ალაჰმა მისცეთ,(ნავთობის ჭაბურღილის “კაჩავი” და მისი ჯანი)მაგრამ იმ მდაბიო რესტორანში,ამ არაადამიანური ფასების და ასეთი უტიფარი განცხადების გამო….ქართველის ფეხი არ უნდა შეიდგას!!!!
რესტორანს კი ვურჩევ სახელი შეცვალონ.Dinehall რაღაც ევროპულად და ცივილიზებულად ჟღერს,თქვენ და თქვენს საქმიანობას….მართებულია
რესტორანს “ayuha alqaraf”ი დაარქვათ.გამგები გაიგებს მის მნიშვნელობას,რაც თქვენზე 100%ით მორგებულია!!
Dinehall • დაინჰოლი #დაინჰოლი #dinehall

