თამაზ ელიზბარაშვილი – “მიშას მხარი რომ დავუჭირე, ამის გამო აგროჰაბის მეპატრონემ ამაზრზენი საქციელი ჩაიდინა”

თამაზ ელიზბარაშვილი - "მიშას მხარი რომ დავუჭირე, ამის გამო აგროჰაბის მეპატრონემ ამაზრზენი საქციელი ჩაიდინა"თამაზ ელიზბარაშვილი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პოსტის გამო ბევრმა გააკრიტიკა.

ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა:

“მე, თამაზ ელიზბარაშვილი, არც მიშისტი ვარ და არც ბიძინისტი. მე ჩემი ლამაზი საქართველოს ერთი რიგითი ჯარისკაცი ვარ და ვდგავარ მის სადარაჯოზე. ყოველთვის გამაჩნია საკუთარი აზრი, მეზიზღება საქართველოს მოსისხლე მტერი – პუტინი.
2 დღის წინ, სოციალურ ქსელში, როგორც თავისუფალმა ადამიანმა, დავაფიქსირე ჩემი შეხედულება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიშა სააკაშვილის, პატიმრობის შესახებ.

მისი მმართველობის, 2005-2012 წლებში ვიყავი ხელისუფლების ოპონენტი, ვაფინანსებდი ოპოზიციას და პირადად დავდიოდი ყველა მიტინგზე. დამიჭირა და კარგა ხანს გამომკეტა ციხეში. მაწამა, დამიჭირა ოჯახის წევრები, მაგრამ ვერ გამტეხა.

დღეს, როცა ის ციხეშია, მე გვერდით გადავდე წყენა და ბრაზი და მოვითხოვე მისი, როგორც პატიმრის, უფლებების დაცვა: სიცოცხლე და სამართლიანი სასამართლო ლოზუნგით, “თავისუფლება მიშას”.
ამის გამო, ზოგმა სულით მდაბიო ადამიანმა უკადრებელი იკადრა, ზოგმა დაშინება მოინდომა, ზოგმა კი წყევლა-კრულვით ამიკლო ტელეფონზე თუ სოციალურ ქსელში.

ყველაზე ამაზრზენი საქციელი კი ჰიპერმარკეტ “აგროჰაბის” მეპატრონემ ჩაიდინა. კვირაში სამჯერ მათგან ვყიდულობდი ძაღლების თავშესაფარის ბინადრებისთვის საკვებს სიმბოლურ ფასში. ჩემი ამ პოსტის შემდეგ კი საერთოდ შემიწყვიტა ცხოველებისთვის საკვების მოყიდვა.
სამწუხაროა, ჩემს ლამაზ საქართველოში ასეთი პატარა კაცუნები რომ ცხოვრობენ. ძალიან მეწყინა მათი ასეთი საქციელი, მაგრამ ისევ ჩემი ლამაზი საქართველოსთვის მინდა, რომ ეს წყენა დიდხანს გულით არ ვატარო.”