“თიბისი ფეის ტერმინალმა 100 ლარი ჩამიყლაპა და არ მიბრუნებდა” – ანანო თოთიაური

"თიბისი ფეის ტერმინალმა 100 ლარი ჩამიყლაპა და არ მიბრუნებდა" - ანანო თოთიაურიანანო თოთიაურმა ფეისბუქში დაწერა:

“2 პოსტი მედო, თიბისი ფეის ტერმინალმა 100 ლარი რომ ჩამიყლაპა და არ მიბრუნებდნენ.
ანალოგიური სიტუაციისთვის რჩევები:
(აქაურმა ორმა გოგომ ძალიან გამარკვია სიტუაციაში და ისინი რომ არა, თანხას ვერ დავიბრუნებდი)
1. მე ტერმინალმა ისე ჩამიყლაპა, რომ.სხვაობა არ ჩანდა. ჩაიხვია და მერე ვინმემ აიღო, ან ინკასაციის დროს ვინმემ იმაიმუნა.. არ ვიცი.. არაა ჩემი პრობლემა ეგ.
2. დარეკეთ თიბისიში ცალკე, თიბისი ფეიში ცალკე და მეორე დღეს თუ თანხის დაბრუნებაზე უარი განგიცხადეს, ეგრევე რეკავთ ეროვნულ ბანკში.
3. გადაუღეთ სურათი ტერმინალს, დაიმახსივრეთ დრო და ის ყველაფერი, რასაც ტერმინალი გიწერთ და უთხარით, პროგრამულად შეამოწმონ, რომ ამა და ამ დროს ესა და ეს დაწერა ტერმინალმა, რაც ადასტურებს ნამდვილად, რომ მართლები ხართ.
ეროვნული ბანკის შუამდგომლობით, 2 კვირიანი ყოველდღიური უარის შემდეგ თანხა დამიბრუნდა.”