“არ მეგონა, ქვეყანას თუ ამ დონემდე უჭირდა…” – მაია ჩიტაია

"არ მეგონა, ქვეყანას თუ ამ დონემდე უჭირდა..." - მაია ჩიტაიამაია ჩიტაიამ ფეისბუქში დაწერა:

“გულწრფელად გითხრათ, არ მეგონა, ქვეყანაში თუ ამ დონის გაჭირვება იყო.
ტრანსპორტის ტარიფებთან დაკავშირებულმა აჟიოტაჟმა და ხალხის მძაფრად ნეგატიურმა რეაქციამ დამანახა, რომ სოციალურად იმაზე უარესად ყოფილა საქმე, ვიდრე წარმომედგინა.
თავიდან მეგონა ოპოზიციური ელექტორატი ბუქავდა, მაგრამ შემდეგ შემხვდა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ხალხის უკმაყოფილო სტატუსები.
ასევე ვნახე, რომ თავად იმედის გვერდზეც კი აბსოლუტურ უმრავლესობას “გაბრაზების” სმაილი ქონდა დასმული ამ ნიუსზე.
იმ ხალხის გამკვირვებია, მთელი თვე, ულიმიტო მგზავრობაში 40 ლარს ანუ 13 დოლარს რომ ვერ იხდის და კიდევ იმ ხელისუფლებას უჭერს მხარს, რომელსაც პარლამენტში მილიონერთა კლუბი აქვს გახსნილი, რომლის წევრების მთავარი მოტივაცია და ამოცანა არა ხალხის კეთილდღობაზე ზრუნვა, არამედ საკუთარი ბიზნესების ლობირებაა.
———
დიდი ბოდიში, თუ ვინმეს გაწყენინეთ.
ისევ თქვენთვის ვამბობ.”