ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი გახდა

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი გახდაავსტრიის კანცლერის თანამდებობა კარლ ნეჰამერმა დაიკავა.

49 წლის ნეჰამერმა, რომელიც გასული წლიდან ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მსახურობდა, ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდრე ვან დერ ბელენის წინაშე ფიცი დღეს დადო.

ავსტრიის სახალხო პარტიამ პარტიის ლიდერად და კანცლერობის კანდიდატად კარლ ნეჰამერი პარასკევს აირჩია. პოსტზე მან ალექსანდერ შალენბერგი ჩაანაცვლა, რომელმაც კორუფციაში ეჭვმიტანილი სებასტიან კურცი დროებით შეცვალა.

სებასტიან კურცმა ავსტრიის კანცლერის თანამდებობა ოქტომბერში დატოვა. გასული კვირის ხუთშაბათს კი განაცხადა, რომ ავსტრიის სახალხო პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს და პოლიტიკიდან მმიდის.

იპნ