ბექა ყორშიამ ფეისბუქში დაწერა:
“ჩემი ერთი ძველი არაბი ნაცნობი ჩამოვიდა კატარიდან სპეციალურად თოვლის სანახავად. ახლა მძღოლთან ერთადაა ბაკურიანში, ან გუდაურში, ან სადმე ეგეთ ადგილას, ზუსტად არ ვიცი. ჰოდა, 5 წუთის წინ მირეკავს მძღოლი:
– ბექა, მუჰამადი მაგრად დათვრა. გაიპროჭა ბოლომდე. ახლა თბილისში მოვდივართ და თუ ძმა ხარ, აუხსენი, რომ პარკით თოვლის წამოღებას აზრი არ აქვს და გზაში დადნება. – ტელეფონს აწვდის მუჰამადს.
– ალო, ბიქა.
– მუჰამად, მძღოლმა მითხრა, რომ პარკით აპირებ თოვლის წამოღებას.
– დიახ, ვაპირებ. – მპასუხობს.
– ჰოდა, იცი, რა უნდა ქნა ? მძღოლს ჩაართვევინე კონდინციონერი რო მანქანაში მოყინოს და გზაში არ დაგიდნეს.
– მაგაზე არ მიფიქრია, კარგი მითხარი…
ვაიმე, ახლა მურთაზის სახე დამანახა”.

