“ბიჭი წელს ზევით შიშველი იყო, სხვები ყვიროდნენ, სისხლისგან დაიცალაო” – სანზონაში 17 წლის ბიჭის მკვლელობის ახალი დეტალები

"ბიჭი წელს ზევით შიშველი იყო, სხვები ყვიროდნენ, სისხლისგან დაიცალაო" - სანზონაში 17 წლის ბიჭის მკვლელობის ახალი დეტალებისანზონაში 17 წლის ბიჭი ცივი იარაღით არის მოკლული და მას 10-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.

როგორც ღრმაღელის დასახლების ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრებმა მაკა კობრავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მან ხმაური გაიგონა, რის შემდეგაც ფანჯრიდან გაიხედა და დაინახა, რომ ბევრი ბავშვი მირბოდა.

„ზემოდან ბავშვებმა ჩამოირბინეს, რადგან ბიჭების ხმა იყოს ფანჯარასთან მივედი, მინიმუმ 10-15 ბავშვი იყო და სადაც დაჭრილი ბავშვი იყო, იქ მიირბინეს. ერთი ყვიროდა – სისხლისგან დაიცალაო. ჩხუბი აქ არ მომხდარა, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სხვაგან მოხდა და აქ ჩამოირბინეს. არცერთი ნაცნობი არ იყო, ამ უბნის ბავშვები არ იყვნენ. წაქცეული ბავშვი წელს ზემოთ შიშველი იყო, ალბათ ჭრილობას დახედეს. სასწრაფო და პოლიცია მალე მოვიდა, მაგრამ სანამ სასწრაფო მოვიდოდა მეზობელმა ჯიპში ჩაისვა და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში წაიყვანა“,- განაცხადა კობრავამ.

იპნ