“დათო კრავეიშვილს მამა გარდაცვლილი ჰყავს, მკვლელობამდე დედასთან მაღაზიაში იყო”

"დათო კრავეიშვილს მამა გარდაცვლილი ჰყავს, მკვლელობამდე დედასთან მაღაზიაში იყო"დავით კრავეიშვილს, რომელიც გუშინ სანზონაში მოკლეს, მამა გარდაცვლილი ჰყავდა, გორიდან თბილისში საცხოვრებლად დედასთან ერთად ჩამოვიდა. მათ სანზონაში ბინა ჰქონდათ ნაქირავები.

“ლი­ახ­ვის ქუ­ჩა­ზე ქი­რით ცხოვ­რობ­დნენ. დე­დას იქვე მა­ღა­ზია აქვს და მკვლე­ლო­ბამ­დე მო­ზარ­დი მას­თან იმ­ყო­ფე­ბო­და,”- ამბობს ოჯახის ახლობელი.

15 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე შსს-მ 2 არასრულწლოვანი დააკავა. მეზობლების ვერსიით, დაპირისპირება გოგოს გამო მოხდა.

რუსთავი 2