დავით დვალი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ – “ეს არის ივანიშვილის აღდგენილი სამართალი”

დავით დვალი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ - "ეს არის ივანიშვილის აღდგენილი სამართალი"ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი რუსთავის 2-ის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას მომდევნო ინსტანციაში აპირებენ.

დავით დვალის თქმით, ტელეკომაპნიის დასაბრუნებლად და სამართლიანობის აღსადგენად ისინი ბოლომდე იბრძლებენ და სტრაბურის სასამართლოსაც მიმართავენ.

– მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველანაირი შედეგისთვის ვიყავით მზად, მოსამართლემ მოახერხა და გაგვაოცა. ანუ მთავარი მიზეზი არის თურმე ის, რომ ქიბარ ხალვაში ყოფილა კეთილსინდისიერი შემძენი. ეს იმდენად დიდი აბურდია, რომ ზუსტად ეს არის პირდაპირ თქმა იმის, რომ არ მაინტერესებს თქვენი არგუმენტაცია, იმიტომ, რომ შეიძლება რაღაც სადავო გვქონოდა ჩვენ, მაგრამ ეს არ იყო სადავო არანაირად. ეს თემაა, რომელშიც ყველა მტკიცებულებაა, მათ შორის, ქიბარ ხალვაშის აღიარებაც, სხვა ყველა წევრის, ვინც მონაწილეობდა, რომ ეს ყველაფერი იყო ძალადობრივად გაკეთებული.

რა თქმა უნდა, ვაპირებთ გასაჩვრებას. მიუხედავად იმისა, რომ პროცესმა სახე დაგვანახა ჩვენი სასამართლოსი. აი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” აღდგენილი სამართალი. მე ვიცი, რომ შემდეგ სასამართლოში ალბათ იგივე გველის, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ბოლომდე, სტრაბურამდე მივალთ, ჩალით არ არის ეს ქვეყანა დახურული, – განაცხადა დვალმა.
რუსთავის 2-ის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება 8 დეკემბერს მიიო. მოსამართლემ ტელეკომპანია  ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დატოვა.

ტვ პირველი