“დავით კრავეიშვილმა გაქცევა სცადა, მაგრამ 10 პირი სკოლასთან დაეწია და დანით ჭრილობები მიაყენა” – სანზონაში მკვლელობის ახალი დეტალები

"დავით კრავეიშვილმა გაქცევა სცადა, მაგრამ 10 პირი სკოლასთან დაეწია და დანით ჭრილობები მიაყენა" - სანზონაში მკვლელობის ახალი დეტალებიდღეს “კურიერმა” გაარკვია. რომ 15 წლის დავით კრავეიშვილს სახლთან ჯერ ორნი დახვდნენ შემდეგ კი კონფლიქტი ლიახვის ქუჩაზე უკვე სხვა ადგილას გაგრძელდა და აქ, ჯამში, 10-მდე ახალგაზრდა იყო თავმოყრილი.

სადარბაზოდან გამოსულ 15 წლის მოზარდს, საქმის გასარჩევად საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ელოდებოდნენ .არასრულწლოვნებმა კარგად იცოდნენ, რომ დავით კრავეიშვილი ძაღლს ყოველ საღამოს ასეირნებდა.

“მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, 2 პირი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და მოკლულის გამოსვლას აკონტროლებდა

დავით კრავეიშვილისა და მისი ნაცნობი არასრულწლოვნების შეხვედრა კორპუსში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს, ვიდეოჩანაწერები სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს.  კადრებში სავარაუდოდ სწორედ ის ორი მოზარდი ჩანს, რომელებიც სამართალდამცველებმა მკვლელობიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

საცხოვრებელი კორპუსიდან დავით კრავეიშვილმა და მისმა ნაცნობებმა გზა ლიახვის ქუჩისკენ გააგრძელეს. საქმის გასარჩევად 15 წლის მოზარდი ე.წ “გარაჟებთან” მიიყვანეს.

სწორედ აქ დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება მოკლულსა და სხვა მოზარდებს შორის, კრავეიშვილმა თავის დაღწევა სცადა, თუმცა მას ათამდე პირი დაედევნა და რამდენიმე მეტრში, სკოლის ეზოს შესასვლელთან ფიზიკურად გაუსწორდნენ, სხეულზე დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს და ადგილიდან მიიმალნენ.

დაჭრილი საავდმყოფოში გამვლელმა წაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ერთადერთი მიზეზი, რაზეც მკვლელობის დღიდანვე საუბრობენ, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ჩხუბია, რომელიც მეორე დღეს მკვლელობით დასრულდა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ბრალს არ ეთანხმება და დუმილის უფლებას იყენებს.

რუსთავი 2