დავით ჭალიძე – “მეგობარი დაიკარგა… გუშინ გაფრინდა მექსიკაში… გვაკავებენო და ქსელიდან გავიდა…”

დავით ჭალიძე - "მეგობარი დაიკარგა... გუშინ გაფრინდა მექსიკაში... გვაკავებენო და ქსელიდან გავიდა..."დავით ჭალიძემ ფეისბუქში დაწერა:

“SOS !!!
ჩემი მეგობარი დაიკარგა. და არ ვიცით რა ვქნათ !!!
გუშინ გაფრინდა თბილისიდან, მიდიოდა მექსიკაში თურქეთის ავიახაზებით
თბილისიდან ჩაფრინდა გოგჩენის აეროპორტში , შემდეგ უნდა გამოეყენებინა ტრანსფერი და ახალი აეროპორტიდან გაგრენილიყო მეხიკოში , საბუთები რაც სჭირდებოდა ჰქონდა არანაირი დარღვევები არ აქვს , პჯრ ტესტიც ხელთ ჰქონდა
ღამის 2 საათზე, მეუღლემ მოიკითხა ჩაფრინდი სტამბოლშიო და კი, სიმ ბარათი ვიყიდე რომ მომეწერაო, და მალევე წერდ ესეთ რაღაცას
მგონი თბილისში გვაბრუნებენ, არ ვიცი რა ხდება , მგონი გვაკავებენო და ქსელიდან გადის….
წესით 3 საათის წინ უკვე მეხიკოში უნდა ყოფილიყო… არანაირი ალი კვალი, თურქეთის ავიახაზებში არ პასუხობენ დილიდან და საგარეოშიც ვერ დარეკეს , არ გადისო …
რა შეიძლება ქნან ?
ვერავინ ვხდებით რის გამო შეიძლება შექმნოდა პრობლემა ადამიანს , ერთადერთი რაც დღეს აღმოვაჩინეთ არის ის , რომ მექსიკამ საქართველოს და სომხეთის მოქალაქეების შესვლა დროებით შეაჩერა … თურმე 3 დღის წინ, დავუშვათ ესაა მიზეზი, ამის გამო ადამიანებს იჭერენ ? მაქსიმუმ ბორტზე არ აუშვან და გამოაბრუნონ … ადამიანი კონტაქტზე არაა უკვე 12 საათზე მეტია
რა შეიძლება ვქნათ
3 მცირეწლოცანი ბავშვი და ოჯახი ნერვიულობს.”