დინა მირცხულავა – “შევვარდი გულგახეთქილი, თვალებზე ხელი აქვს აფარებული და სუ ჰაერში ხტუნავს….”

დინა მირცხულავა - "შევვარდი გულგახეთქილი, თვალებზე ხელი აქვს აფარებული და სუ ჰაერში ხტუნავს...."დინა მირცხულავამ ფეისბუქში დაწერა:

“მემორი
მოკლედ, შარშან დეპრესია და ფსიქოზ – ნევროზი ავიკიდე, ჩემმა მეგობარმა ხუთი დღით გუდაური დამიფინანსა და თან მარტოსულად რომ არ მეგრძნო თავი – თავისი მეგობარი, 53 წლის შინაბერა ქალი გამაყოლა
რომ ჩავედით ღამე იყო.
დავბინავდით სასტუმროში.
დილით ყველაფერი რომ თეთრი დავინახე, სრული ისტერიკა დამეწყო.
თოვლი მძულდა და მზეც.
ახლა მეცინება, მაგრამ მაშინ ტკივილს მაყენებდა
ავიღე სქელი ადიელა და ფარდებად ჩამოვკიდე, რომ მზე არ შემოსულიყო.
ეს ქალი გაგებით ეკიდება
ვსხედვართ ასე ბნელში.
– აბანოში შედი, დინა და შენს მერე მე შევალო, მოწიწებით გამიბედა.
შევედი, მოვწესრიგდი, კბილები გავიხეხე და ახლა ეს შევიდა.
შევიდა და კივიიის, მიშველეო ….
მეთქი, წაიქცა
ა, ეგრე უხმოდ – თქო…
შევვარდი გულგახეთქილი, თვალებზე ხელი აქვს აფარებული და სუ ჰაერში ხტუნავს.
– ჩაბერე, ჩაბერეო. !
– რასა – მეთქი ვეკითხები.
თურმე მოჭმუჭნული კბილის პასტის ეშინია.
ხელისა თუ სახის კრემის, სულერთია.
აი იმ “წუპიკის” ეშინია.
მე ნირიახას კიდე, ეგრე მოჭმუჭნული დამიგდია.
ჩავბერე და თვალი გაახილა.
სადღა მახსოვდა ჩემი ნევროზი, ვიჯექი ხუთი დღე და მაგის ფობიას ვგუგლავდი, ვსწავლობდი და შეძლებისდაგვარად ვმკურნალობდი….”