ელისო კილაძემ ფეისბუქში დაწერა:
“ახალი დეტალები:
მიშას გადაყვანა გადაწყვეტილი იყო, დოკუმენტები გააფორმეს, ბადრაგირების მანქანა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოამზადეს.
მასთან პალატაში შევიდა ორი ბადრაგი – რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაყვანის დადგენილება უნდა გაგაცნოთო.
მიშამ დადგენილებას არ მიიღო,ჯერ ფურცლები გამოყარა პალატიდან და მერე ბადრაგი.
არის თუ არა დაშავებული მესამე პრეზიდენტი, არ ვიცი ჯერ!
ეს არ არის რეაბილიტაცია, ეს არის პატიმრის წამება და არაადამიანური მოპყრობა.”

