„გახარია ექიმის რიგში იდგა რიგის ნომრით… ერთნაირად ვიცავდით რიგს…” – მაიკო წერეთელი

„გახარია ექიმის რიგში იდგა რიგის ნომრით... ერთნაირად ვიცავდით რიგს..." - მაიკო წერეთელი მაიკო წერეთელი სოციალურ ქსელში პარტია “საქართველოსთვის” ლიდერთან, გიორგი გახარიასთან, ერთ-ერთ კლინიკაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„აი სულ რომ მესმის, განვითარებული ქვეყნების პოლიტიკოსები ჩვეულებრივი ხალხივით იქცევიან და ცხოვრობენო, სულ რომ მინდა, საქართველოშიც ასე იყოს და პრივილეგირებული ჯიპები ბასლაინებიდან არ მეკვეტებოდნენ საცობში გაწამებულს, მაგ სერიიდანაა ეს ამბავი.

დილით დედაჩემის რენტგენის გამოსატანად ვიყავი და შემხვდა შემთხვევით, ექიმის რიგში იდგა რიგის ნომრით.

ჰოდა ეს წინასაარჩევნოდ ავტობუსით გასეირნება რომ არაა, ყველა ხვდება და იმედია, იმასაც ხვდება ყველა, რომ უკიდეგანო სანაცნობოს გამოყენება რიგიდან თავის აცილების მიზნით იოლი შესაძლებელია.

მერე რა, რომ მის სელფებს ათასობით მოწონება აქვს და ჩემსას ცოტა, ერთნაირად ვიცავდით რიგს”.