ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„გენერალიო. გენერალი არა, რიონის ფლოტის ადმირალი და შავი ზღვის აკვატორიის გენერალ-გუბერნატორი. 2007 წლიდან დღემდე რომ გრძელდება ასეთი გენერლების შტამპვა ქსეროქსზე გადაღებულივით, იმიტომაა ჯარში საქმე კარგად. თან ომის გმირიო, კაცოო… ამის საქმენი საგმირონი 2008-ში მისი ბრიგადის ჯარისკაცებს ჰკითხეთ.“
ერთ-ერთ კომენტარში კი ირაკლი ოქრუაშვილმა დაწერა:
“ორაზროვნება და გაუგებრობა რომ გამოვრიცხოთ, ორთოდოქსი ნაცების გასაგონად ვიტყვი, რომ ამ ჩოილარმა 2009 წელს რადიატორზე ხელბორკილით დააბა ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო და 10 კაცთან ერთად სცემა მხოლოდ იმის გამო რომ ჩემთან აგრძელებდა ურთიერთობას. ოღონდ ეგ ოფიციალურ ბრალში არა აქვს. არ გინდათ ჯარზე ჩემთან კამათი და ლუსეთი ლუსეთის ძახილი.”

