გიორგი ბარამიძეს სასწრაფომ გადასხმა გაუკეთა – “თავს კარგად ვგრძნობ”

გიორგი ბარამიძეს სასწრაფომ გადასხმა გაუკეთა - "თავს კარგად ვგრძნობ"გიორგი ბარამიძემ ფეისბუქში დაერა:

“დღეს მიშასთვის სამართლიანი მართმსაჯულებისა და გათავისუფლების მოთხოვნით, შიმშილობის მე-6 დღე გვაქვს.
მადლობა ყველას მოკითხვისათვის!
ნაღვლის ბუშტზე მცირე გართულების გამო დღეს სასწრაფომ გადასხმა გამიკეთა და თავს კარგად ვგრძნობ.
შიმშილობით თუ არაძალადობრივი პროტესტის სხვა ფორმებით ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, მიშასა და საქართველოს გათავისუფლებამდე და ქვეყანაში სამართლიანი მართმსაჯულებისა და (ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით) ხალხის მანდატის მქონე ხელისუფლების შექმნამდე.”