გიორგი ღოღობერიძე – “პაციენტი გიღიმის და ამბობს, რომ ამ სივერაგეს აუცილებლად შეებრძოლება…”

გიორგი ღოღობერიძე - "პაციენტი გიღიმის და ამბობს, რომ ამ სივერაგეს აუცილებლად შეებრძოლება..."გიორგი ღოღობერიძემ ფეისბუქში დაწერა:

“ჩემი პროფესია – ონკოლოგია – ძალიან მძიმეა, მართლა ძალიან მძიმე, სევდიანი… არც ისე ადვილია, როდესაც ვინმეს თავის ტვინის, სარძევე ჯირკვლის, ფილტვის ან სხვა ორგანოების შორსწასული ფორმის სიმსივნე აქვს და შენ თვალწინ ემოციურად ტყდებიან… შენც გეტირება მათთან საუბრისას… მძიმე დღე იყო… მაგრამ ის უფრო სასიამოვნო განცდაა, როდესაც პაციენტი გენდობა, ბოლოს გიღიმის და გეუბნება, რომ აუცილებლად იბრძოლებს გადარჩენისთვის და შენ ახლა უკვე მისი უბრალოდ ექიმი კი არა, მეგობარი ხდები ამ სივერაგესთან ბრძოლაში.”