იტალიაში ქართველი ქალი მე-4 სართულიდან გადახტა – ის მომვლელად მუშაობდა

იტალიაში ქართველი ქალი მე-4 სართულიდან გადახტა - ის მომვლელად მუშაობდაიტალიაში, ქართველი ემიგრანტის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტს იტალიური მედია ეხმიანება.

“strettoweb.com“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლის ქალი მეოთხე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა.

ტრაგიკული შემთხვევა რეჯო-დი-კალაბრიაში, ქალაქ არქიში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მისული სახელმწიფო პოლიციის თანამშრომლებმა და 118-ის მაშველებმა გარდაცვალების მიზეზის დადგენა ვერ შეძლეს.

ფაქტებზე დაყრდნობით, პოლიციამ დაადგინა რომ საქმე გვაქვს თვითმკვლელობასთან.

ქალი ეროვნებით ქართველი იყო და მომვლელად მუშაობდა. – წერია “strettoweb.com“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ექსკლუზივი