კახა კალაძე – “არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი გამოაკლდა ჩვენს რიგებს…”

კახა კალაძე - "არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი გამოაკლდა ჩვენს რიგებს..."კახა კალაძემ ფეისბუქში დაწერა:

“ჩვენს ქალაქზე უზომოდ შეყვარებული და მასზე მოამაგე, საპატიო თბილისელი, თბილისის კოლორიტი, არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი გამოაკლდა ჩვენს რიგებს. ადამიანი, რომელსაც დიდი ღვაწლი აქვს თბილისის ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და ქალაქის არქიტექტურის განვითარებაში.
მთელი გულით ვიზიარებ გიგა ბათიაშვილის ოჯახის წევრების, მეგობრების, მისი კოლეგების მწუხარებას.
გიგა ბათიაშვილის სახელი სამუდამოდ დარჩება თბილისის არქიტექტურაში.”