კახეთში თინათინ შინშიაშვილს ეძებენ – მისი ჩანთა ეკლესიასთან იპოვეს

კახეთში თინათინ შინშიაშვილს ეძებენ - მისი ჩანთა ეკლესიასთან იპოვესგურჯაანის რაიონში უკვე მეხუთე დღეა 68 წლის თინათინ შინშიაშვილს ეძებენ. ქალი სოფელ ჯიმითში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან 29 ნოემბერს გავიდა. ის ბოლოს, ამავე სოფელში მდებარე წმინდა გიორგის ტაძართან დააფიქსირეს. ტაძრის მიმდებარედ იპოვეს თინათინ შინშიაშვილის კუთვნილი ჩანთა.

დაკარგულის ოჯახი დახმარებას ითხოვს. თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია დაკარგული ქალის შესახებ დაუკავშირდით ოჯახს ტელეფონის ნომერზე: 558 677 444

რუსთავი 2