“ხაშურში 15.000 დოლარიანი სახლის სანაცვლოდ საბურთალოზე 2 ბინას მთხოვენ” – რატომ უჩივის ვალერი გელაშვილს ნინო ნოზაძე

"ხაშურში 15.000 დოლარიანი სახლის სანაცვლოდ საბურთალოზე 2 ბინას მთხოვენ" - რატომ უჩივის ვალერი გელაშვილს ნინო ნოზაძე„პრაიმტაიმს“ დაუკავშირდა ვალერი გელაშვილის მეზობელი, ნინო ნოზაძე, რომელიც ბიზნესმენის მიერ მათი სახლის მომიჯნავედ აკლდამის აშენებას აპროტესტებს.

ქალი ყვება, რომ ვალერი გელაშვილის მშობლების განსასვენებელი მისი არასრულწლოვანი შვილის ფანჯრებს ემიჯნება, ბავშვს ყოველდღიურად უწევს ნახვა, რის გამოც ის მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაშია.

„ფსიქოლოგთანაც გვყავდა ბავშვი, სრულიად ჩაიკეტა ამ ყველაფრის ყოველდღიურად ნახვის გამო. ბატონ ვალერის წერილობითაც მივმართეთ, მაგრამ რეაგირება არ არის. მისი მშობლები არიან დაკრძალული ამ აკლდამაში, პატივს ვცემ მიცვალებულებს, მაგრამ ამის გამო ბავშვი ხომ არ უნდა ზარალდებოდეს? ვითხოვთ, რომ მოხდეს ამოშენება, გამიჯვნა, რომ ბავშვს აღარ დაისტრესოს“, – ამბობს ვალერი გელაშვილის მეზობელი.

ვალერი გელაშვილ კი ამბობს, რომ საკუთარ მიწაზე აკლდამის დასვენებით კანონს არ არღვევს და მეზობელი მისგან 200 ათასი დოლარის გამოძალვას ცდილობს.

„შევთავაზე ორთაჭალაში 3-ოთახიანი ბინა და ვუთხარი, გადასულიყვნენ, მაგრამ დამიწყეს ვაჭრობა, საბურთალოზე მომთხოვეს 2 ცალი 3-ოთახიანი ბინა. ამაზე უარი რომ ვუთხარი, მიჩივლეს ღობის გამო. როცა ღობის აწევა გადავწყვიტე, სპეციალურად არ ამაწევინეს. ვერაფერი რომ ვერ მოიმოქმედეს, ახლა დაიწყეს ამ თემაზე საუბარი. უბრალოდ სირცხვილია, რა, თუ არასწორად მაქვს რამე გაკეთებული, წავიდეს და მიჩივლოს სასამართლოში.

ხაშურში სახლის სანაცვლოდ, რომელიც 15.000$ ღირს. ორთაჭალაში შევთავაზე 70კვ.მ, სამჯერ მეტს ვუხდიდი, კიდევ ვაშენებ ბინას დიღომში, გლდანში და იქ მოგცემთ ბინას, ოღონდ გაჩერდით-მეთქი, მაგრამ უარზე არიან.

საბურთალოზე მთხოვენ ბინებს, 170 კვ.მ, 200 ათასი დოლარის ღირებულების, ჯამში. გამოძალვის პროცესია, ჰგონიათ, შემაწუხებენ“, – ამბობს ვალერი გელაშვილი.