ხელვაჩაურში მამაკაცმა ცოლი და შვილი ნაჯახით დახოცა და მერე თავი მოიკლა

ხელვაჩაურში მამაკაცმა ცოლი და შვილი ნაჯახით დახოცა და მერე თავი მოიკლატრაგედია დატრიალდა გუშინ ღამით ხელვაჩაურში.

სოფელ ჭარნალში მამაკაცმა 43 წლის ცოლი და 21 წლის შვილი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

მამაკაცის მეორე შვილმა, გოგომ და დედამ გაქცევით გადაირჩინეს თავი.

ადგილობრივების ინფორმაციით, 54 წლის მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.

როგორც მეზობლები და ნათესავები ამბობენ, მამაკაცი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა.

ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.