გურამ ბაღდოშვილმა ფეისბუქში დაწერა:
“მოკლედ საქმე ასეა ყურადღებით 25 წელი ვმუშაობდი 14,16 საათს დღეში
და ძაან დაღლილი ვიყავი, ვწუწუნებდი, მეზარებოდა.
ხოდა გადავწვიტე, რომ ჩემი ბიზნესი დამეწყო რათა ნაკლები მემუშავა ნუ ბოლო ბოლო მეპატრონე გავხდებოდი
ხოდა ეხლა 24 საათი ×7ზე მიწევს მუშაობა …..”
გურამ ბაღდოშვილი ბავშვობიდან მუშაობს, წარმატებული კარიერის დაწყებას კი პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას უმადლის.
– 14 წლის ვიყავი.ყოველ დილას 6.000 თხელი ბლინი უნდა მომემზადებინა. მენიუში იყო შეტანილი ბლინები ხაჭოთი, ხიზილალით… ვიყავი პუტკუნა, ცხოვრებისგან გულნატკენი – მამა ახალი გარდაცვლილი მყავდა. როცა ის ცოცხალი იყო, არაფერი გვაკლდა – სახლები, მოგზაურობა, ნადირობა…გარდაიცვალა და ეს ცხოვრებაც გაქრა… 1991 წელს კი ზვიად გამსახურდიამ მალთაყვის წყალსათხილამურო კომპლექსში მიმიწვია, – ამბობს ,,სარკესთან” გურამ ბაღდოშვილი.
საქმემ მის პირად ცხოვრებაზეც იქონია გავლენა.
– მარტოხელა მგელი ვარ. ჩემი ცხოვრება ისე ჩავაქსოვე პროფესიას, რომ ოჯახის შექმნის პერიოდი გამეპარა.დღეს ოჯახის შექმნა არ მაინტერესებს. შვილები მინდა, მაგრამ არ ვიცი, ეს როგორ მოხდება. თუ მექნება შანსი, ბავშვს ავიყვან.

