კლუბი ხიდი 10.000 ლარით დააჯარიმეს და დალუქეს

კლუბი ხიდი 10.000 ლარით დააჯარიმეს და დალუქესშრომის ინსპექციამ კლუბი “ხიდი” 10.000 ლარით დააჯარიმა და დალუქა:

“მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს შრომის ინსპექციამ ზედამხედველობისას კლუბ “ხიდზე”
აკრძალული გასართობი ღონისძიების ფაქტი გამოავლინა, რის გამოც კლუბი დალუქა და დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციის მხრიდან აღნიშნული ორგანიზაცია არაერთგზის იქნა გაფრთხილებული, მასობრივი გასართობი ღონისძიების განხორციელების აკრძალვასთან დაკავშირებით, ვინაიდან პირველი დეკემბრიდან ამოქმედებული ცვლილებების მიუხედავად, იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილების შესაბამისად,მასობრივი გასართობი თუ სოციალური ღონისძიებების განხორციელება კვლავ აკრძალვად რჩება.

მიუხედავად ამისა, კლუბის ხელმძღვანელობამ მხედველობაში არ მიიღო აღნიშნული გარემოება და ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, ორგანიზება გაუწია მასობრივ გასართობ ღონისძიებას.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციამ მიიღო ობიექტის დალუქვის გადაწყვეტილება და დააჯარიმა 10 000 ლარით, “- აღნიშნულია შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.