“ლიბრეში პრეზერვატივი პროტესტის ნიშნად მეც ვიყიდე” – ანჩი მუსელიანი

"ლიბრეში პრეზერვატივი პროტესტის ნიშნად მეც ვიყიდე" - ანჩი მუსელიანიანჩი მუსელიანმა ფეისბუქში დაწერა:

“ლიბრეს ერთერთ ფილიალში შევედი ჩიფსის და კოკაკოლის საყიდლად წინ სალაროსთან ბიჭი მედგა რომელიც ძალიან დაძაბული იყო, დავხედე და პრეზერვატივს ყიდულობდა.

ნუ მეთქი ოკ მაგის საქმეა..გასული არ იყო კარში, მოლარეებმა ისეთი სიცილი მიაწიეს, ალბათ საერთოდ მოკვდებოდა. პროტესტის ნიშნად მეც ვიყიდე ეს პრეზერვატივი და რო ვერ მიხვდნენ, რა ექნათ ამ გრანდიოზული დაცინვის მერე, ჩემთანაც ლაითად გააგრძელეს ხორხოცი, ნეტა რა განსხვავება არის ამ ფერებშიო.

ხოდა ლიბრეს მენეჯმენტს ან ვინც ყავს, მივმართავ, იქნებ დაატრენინგოთ თანამშრომლები, რომ ადამიანი როცა პრეზერვატივს ან ნებისმიერ მათთვის უცნობ ნივთს ყიდულობს, ღლიცინი და შერცხვენა მზერებით არ არის სწორი საქციელი?”