მეგი გოცირიძე – “თვალს რომ ვერ ხუჭავ კოვიდის გამო და ყველა ძვალი და რბილი რომ გტკივა სულის ტკივილამდე…”

მეგი გოცირიძე - "თვალს რომ ვერ ხუჭავ კოვიდის გამო და ყველა ძვალი და რბილი რომ გტკივა სულის ტკივილამდე..."მეგი გოცირიძემ ფეისბუქში დაწერა:

“აი, სიცხიანს თავზე რომ დაგათენდება ისე, რომ თვალს ვერ ხუჭავ კოვიდის გამო, ყველა ძვალი და რბილი რომ გტკივა სულის ტკივილამდე და ჯერ კიდევ არ იცი წინ რა ჯოჯოხეთის გავლა მოგიწევს და ამ დროს, პრემიერის დაფინანსებულ, ასობით ანტივაქსერის მიტინგს რომ უყურებ ტელევიზორში და იქვე , დარწმუნებით რომ იცი, პირველი დოზით იძულებით
აიცრა პრემიერად და ჯანდაცვის მინისტრად წოდებული ანტივაქსერი, მეორე დოზით არ არიან აცრილები, ისედაც ძალიან ცუდად რომ ხარ, ყველაფერი რომ გტკივა, საწოლიდან რომ ვერ ჩამოდიხარ, ოჯახის ექიმს რომ ამ დრომდე არ დაურეკავს და არც შენ რეკავ ჯინაზე და ელოდები როდის დაგიკავშირდება, ან რაში გჭირდება, მაგრამ მაინც….

როგორ შეიძლება ამ ქვეყნიდან გაქცევა არ გინდოდეს, მაგრამ როგორ გინდა გაიქცე და ბოლო ძალები არ მოიკრიბო ამ მანქურთებთან საბრძოლველად და მიშას გამოსახსნელად????”