ნანა გეგეჭკორი – “ომიკრონი მძიმედ არ მიმდინარეობს, მაგრამ რეინფიცირების რისკი მაღალი აქვს”

ნანა გეგეჭკორი - "ომიკრონი მძიმედ არ მიმდინარეობს, მაგრამ რეინფიცირების რისკი მაღალი აქვს"ნანა გეგეჭკორმა ფეისბუქში დაწერა:

“ომიკრონზე ყოველდღიურად ახალი ცოდნა გროვდება.
პირველადი მონაცემებით დაავადების მძიმე მიმდინარეობით არ გამოირჩევა.
ჯერ-ჯერობით სამწუხარო ამბავი, რაც ამ ახალ შტამზე ისმის, უკავშირდება რეინფექციის რისკებს.
კოვიდ გადატანილებში დაინფიცირების ალბათობა, როგორც პირველადი მონაცემებიდან ირკვევა, არის საკმაოდ მაღალი.
თავს გაუფრთხილდით.”