ნატო დუმბაძე – “ყავის დასალევად მწვანე ბარათი მომთხოვეს, არ მქონდა და მშვიდად გამოვედი… აცრას არ ვჩქარობ”

ნატო დუმბაძე - "ყავის დასალევად მწვანე ბარათი მომთხოვეს, არ მქონდა და მშვიდად გამოვედი... აცრას არ ვჩქარობ"ნატო დუმბაძემ ფეისბუქში დაწერა:

“ეს დღეები არც კორონა და არც არაფერი არ მახსოვდა, ბევრი საქმე დამიგროვდა ამიტომ ბევრი სიარულიც მომიწია, ძალიან დავიღალე და მე და ჩემი და კაფეში შევედით ყავის დასალევად,  ვიფიქრე თან დავისვენებდი და ყავასაც მივირთმევდი , სრული სიცარიელე იყო შიგნით, გარეთ დავჯექით ვინაიდან კარგი მზიანი ამინდი იყო, უმალ მოვიდა მიმტანი და გვთხოვა მწვანე პასპორტი, რა თქმა უნდა, მე არ მქონდა ამიტომ ავდექი და მშვიდად გამოვედი ,
სულაც არ შევწუხდი, მწვანე მექნება თუ არა, ყავის დასალევად შემიშვებენ თუ არა, დღეს მივხვდი, რომ არანაირად არ დავითრგუნები, ყავას ისედაც დავლევ  სახლში, სადაც ბევრად კომფორტული ზონაა ჩემთვის!
რეგულიაციებს და წესებს ვიცავ ზედმიწევნით, არ ვჩქარობ, ავიცრა,  ჯერ ასე ვფიქრობ, მერე რა იქნება, არ ვიცი, ერთი რამ კი ვიცი და ამიტომაც ვარ მშვიდად ,გზას რომელსაც ტაძრამდე მივყავარ იქ არც მწვანეს მთხოვენ და არც წითელს, ტაძარში არავინ გვყოფს. მთავარი კი ჩემთვის ეს არის!
P.S.ხო კიდევ ნაკლებად მაინტერესებს, ანტივაქსერად შემრაცხავს ვინმე თუ არა , ნებაყოფლობითის განმარტებაც ვიცი და ანტივაქსერისაც, ასე რომ ნება ჩემია და ყოფაც!”