“ოცნების” მხარდამჭერმა მითხრა, “ოცნების” დედას შე…ო!” – გიორგი ახალკაცი

"ოცნების" მხარდამჭერმა მითხრა, "ოცნების" დედას შე...ო!" - გიორგი ახალკაციგიორგი ახალკაცმა ფეისბუქში დაწერა:

“ავტობანზე რომ გადაადგილება შეუძლებელი გახდა ამ ამინდის და შესაბამისი სამსახურების არაეფექტური მუშაობის გამო, ეგ უკვე იცით.
ხოდა, ამ ამბის გასაშუქებლად ყინვასა და უბედურებაში მომიწია ავტობანზე მუშაობა.
ჩერდება ავტომობილი და მანქანიდან გადმოდის შუა ხნის კაცი.
-შენ გიორგი ახალკაცი არ ხარ?
-კი, მე ვარ. რა ხდება?
-მე “ოცნების” მხარდამჭერი ვარ და ხშირად ვბრაზდებოდი შენზე.
-რატომ?
-იმიტომ რომ სულ რაღარაცს ჩიჩქნი და აკრიტიკებ მაგრამ, ეხლა შენი თანდასწრებით ვამბობ: “ოცნების” დედას შ….ი.
მოკლედ, ისეა ხალხი გამწარებული რომ აღარ იცის როგორ გამოხატოს საკუთარი ბრაზი იმ განუკითხაობაზე, რაც გზებზეა შექმნილი. მხოლოდ მე, მინიმუმ 10 ავარიას შევესწარი. ერთმა კი საერთოდ, კინაღამ გვიმსხვერპლა მე და ჩემი ოპერატორი პირდაპირ ეთერში. :))
არსად ტექნიკური მარილი არ ყრია, არსად!!!”