„ქალბატონო სალომე, დაასრულეთ ჩემი ოჯახის ტალახში ამოსვრა!“ – ზაზა სარალიძე

„ქალბატონო სალომე, დაასრულეთ ჩემი ოჯახის ტალახში ამოსვრა!“ - ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ზაზა სარალიძის დამოკიდებულება ამ შემთხვევაში საფუძველს მოკლებულია,
დაუშვათ, დავუჯერე და ვაღიარე დანაშაული შეწყალებისთვის, მაგრამ არ შეიწყალეს, მერე რა ვქნა, 12 წელი უნდა იჯდეს ციხეში?
ზაზა სარალიძის პოზიცია გასაგებია, მაგრამ არსებობს საჯარო ინტერესი, მხოლოდ ზაზა სარალიძის განცხადებით არ წყდება. თუ პრეზიდენტი შეწყალებას გადაწყვეტს, განაჩენი უნდა იყოს დამდგარი, რომ შეიწყალოს, იქნება მართალია და მართალი კაცის შეწყალება არ გამიგია. თუ გამტყუნდება, მერე ვილაპარაკოთ“, – განაცხადა დადიანმა.
„ბატონო დავით!!! ვაფასებ თქვენნაირ იურისტებს,

რაც შეეხება შეწყალებას…
მე ზაზა ფრიდონისძე სარალიძე ვითხოვ საქართველოს პრეზიდენტისგან, რომ ყველა ბრალდებულს, მსჯავრდებულს და უკვე მსჯავრ მოხდილი ადამიანებისაკენ გადადგას ჰუმანური ნაბიჯი და გაუუქმოს ყველანაირი სასჯელი და მოუხსნას ნასამართლეობაც კი, რომ შეძლონ ჩვეულებრივ ცხოვრების ფერხულში ჩაბმა.
ქალბატონო სალომე!!!
იმედი მაქვს ამჯერად მაინც არ გასწევთ გვერდზე ჩემი და ჩემი ოჯახის ინტერესებს, როგორც საპარლამენტო კომისის დროს გააკეთეთ.
გთხოვთ გამოიყენოთ თქვენ ხელს არსებული ბერკეტები ამ ადამიანების მიმართ და ამ ნაბიჯით დაასრულოთ ჩემი ოჯახის სხვადასხვა მეთოდებით  დისკრედიტაცია და ტალახში ამოსვრა.

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს საქართველო!“