“ყველაფერი გოგონას გამო ჩხუბით დაიწყო” – რატომ მოკლეს სანზონაში 15 წლის ბიჭი

"ყველაფერი გოგონას გამო ჩხუბით დაიწყო" - რატომ მოკლეს სანზონაში 15 წლის ბიჭითბილისში 15 წლის არასრულწლოვნის მკვლელობას კონფლიქტი უძღოდა წინ, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

როგორც ადგილობრივები “რუსთავი 2-ს” პირად საუბარში უყვებიან, ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება მოზარდებს შორის გოგონას გამო დაიწყო.

თბილისში 15 წლის მოზარდი მოკლეს, შემთხვევა ლიახვის ქუჩის მიმდებარედ მოხდა, შემთხვევის ადგილას ახლოს მოკლულის, დ.კ.-ს დედა მუშაობდა და მოზარდი მასთან იყო მისული.

დაჭრილი მე-8 საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

რუსთავი 2