„რა ვქნა? რა ჯანდაბა ვქნა? დედამ დატოვა ჩვილი… მთელი ღამეები ტირის გაუჩერებლად” – თამუნა მუსერიძე

„რა ვქნა? რა ჯანდაბა ვქნა? დედამ დატოვა ჩვილი... მთელი ღამეები ტირის გაუჩერებლად" - თამუნა მუსერიძეთამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში  წერს:

„რა ვქნა? რა ჯანდაბა ვქნა?

ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში, ცენტრში, დედამ დატოვა ჩვილი, თქვა რომ ქმარი არ ჰყავს, ერთი პატარა სახლში ჰყავს კიდევ და ორივეს ვერ გაზრდის, რადგან საშუალება არა აქვს. დედის ვინაობა არ ვიცი, რადგან გარეშე პირზე ინფორმაციის გაცემის უფლება არა აქვთ.

ბავშვი ბიჭია და როგორც ექთანმა მითხრა ერთი თვისაა. ჯერ კიდევ აქ არის, არ გადაუყვანია სოციალურ სამსახურს. სანამ შუამავალ დედას არ იპოვიან, აქ იქნება. თუ ამ პოსტს წაიკითხავ, ძალიან გთხოვ, ნუ გაიმეტებ ასე… მოაკითხე ძალიან გთხოვ, მთელი ღამეები ტირის გაუჩერებლად”.